ექიმებმა მოზარდს, რომელიც 5 წლიდან პორნოფილმებს უყურებდა, გამაოგნებელი დიაგნოზი დაუსვეს

ჩინელი ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი ფსიქიატრიულ დაავადება აღმოაჩინეს. ამ სიმპტომების პირველი მატარებელი ჩინელი მოზარდი აღმოჩნდა.

ბიჭს საშინელი უგუნებობა დასჩემდა და თავად ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ 5 წლის ასაკიდან აქტიურად უყურებდა პორნოფილმებს.

16 წლის ლეი ჩუნგის განცხადებით, სანამ პატარა იყო ის მშობლებთან ერთად ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა.



"როდესაც ღამე მეღვიძებოდა, ხშირად დამინახავს, მშობლების საძინებელში როგორ იყო მუდმივად ჩართული პორნოფილმები. ვცდილობდი არ მეყურებინა, მაგრამ ეს უცნაური ხმები, დაძინების საშუალებას არ მაძლევდა. ერთხელ მამას ვთხოვე, კომპიუტერი გამოერთო, მაგრამ ამის გამო სასტიკად მცემა. დროთა განმავლობაში მეც დავინტერესდი რას უყურებდა მამაჩემი ასეთი ინტერესით და პორნოფილმების ყურება ცხოვრების სტილად მექცა", - აცხადებს ბიჭი.

დროთა განმავლობაში ბიჭმა სკოლაზეც აიყარა გული და სუიციდის შემოტევები დაეწყო. მეგობრის დაჟინებული თხოვნით, ბიჭი ექიმთან მივიდა. კლინიკაში ბიჭს განუცხადეს, რომ ყველა მისი უბედურების მიზეზის სწორედ პორნოფილმები იყო.



etanews.ge