ვიდეო-ჩანაწერი ალასანიაზე - ორი მილიონი და ახალაიები

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანძე, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებას თავი ირაკლი ალასანიას მწვავე კრიტიკით და მასზე სკანდალური განცხადებების გაკეთებით დაამახსოვრა, თავდაცვის ყოფილ მინისტრზე მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს, რომელიც ამჯერად 2012 წლის საპარლამენტი არჩევნებს ეხება. გაზეთ „ვესრიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მჟავანაძე ჰყვება , რომ მან 2012 წლის არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი გახდა ის , რომ ალასანიამ არჩევნების შედეგები „გაყიდა“ და ის როლანდ ახალაიას გაურიგდა. „შედგა შეთანხმება ,
რომ ალასანიას უნდა წაეგო მთელი სამეგრელო განსაკუთრებით ზუგდიდი“,-აცხადებს მჟავანაძე და აღნიშნავს, რომ მას ამის დასამტკიცებლად ახალაია-ალასანიას შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერი აქვს. შეკითხვაზე, რა არის ამ ვიდეო-ჩანაწერში მჟავანაძე შემდეგს პასუხობს: „ის ფული, ორი მილიონი, რაც სამეგრელოს არჩევნებისთვის გამოიყო ირაკლი ალასანიამ ჩაიჯიბა . მან თანხა არჩევნებს კი არ მოახმარა, მიითვისა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სხვა გარიგებაზეც წავიდა. ალასანია პირისპირ რამდენჯერმე შეხვდა ახალაიას კლანს ზუგდიდში“,-განაცხადა მჟავანაძემ „ვერსიასთან“


http://pirveliradio.ge/