გოგონას სკოლის უკან ტერიტორიაზე აუპატიურებდნენ - სოფლის რწმუნებული

„მე–8 კლასელი ბიჭები ამავე სკოლის მე–7 კლასის მოსწავლე გოგონას სკოლის უკან ტერიტორიაზე, ნაკვეთებში აუპატიურებდნენ. სურათები გადაუღიათ და იმით აშანტაჟებდნენ ბავშვს. სკოლის დირექტორმა უნდა აგოს პასუხი რომ ეს ფაქტი გამოეპარა“, – აცხადებს სოფლის რწმუნებული.



მისივე თქმით, მომხდარის შესახებ მან გუშინ საღამოს პოლიციისგან შეიტყო.

სკოლის დირექტორის განცხადებით, მე-7 კლასელი გოგონას შესაძლო გაუპატიურების ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე და საგაკვეთილო პროცესის დროს არ მომხდარა. მისივე თქმით, გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ბიჭების მხრიდან განსხვავებული ქცევა არავის შეუმჩნევია.

„აღნიშნული ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე და საგაკვეთილო პროცესის დროს არ მომხდარა. თუ ვინმე გოგონას სხვანაირად ექცეოდა არავის შეუმჩნევია. ამიტომ პასუხს არ ვაგებ“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

შს გურჯაანის სამმართველო იკვლევს ერთ–ერთ სოფელში მე–8 კლასელი ბიჭების მიერ, ჯგუფურად, ამავე სკოლის მე–7 კლასელი გოგონას შესაძლო გაუპატიურების ფაქტს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შსს–ში განუცხადეს, მოსწავლეების და მშობლების დაკითხვა ამ დროისთვის მიმდინარეობს.

http://ick.ge/