ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის იმ მთავრობის სხდომაზე ვერ დაჯდებოდა, სადაც კოლეგა მინისტრს უჭკუოდ და ავანტიურისტად მოიხსენიებენ.


"ჩემი გადადგომის კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ მე ვერ ვიჯდები იმ მთავრობის სხდომაზე, სადაც კოლეგა მინისტრს, რომელიც სამი წელი შენი თანამშრომელი იყო, აქედან ორი წელი შენი თავდაცვის მინისტრი იყო, რომელიც გვერდით გეჯდა, როდესაც მსოფლიო ლიდერებს ხვდებოდი და ასეთი სიტყვებით იხსენიებ. ის სახეები, რაც მე ტელევიზორში დავინახე, მე იმ სახით იქ ვერ დავჯდებოდი და ეს იციან ჩემმა კოლეგებმა. თეა წულუკიანი კარგად განასახიერებდა",- განაცხადა ფანჯიკიძემ "იმედის" ეთერში.


შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის გადაყენების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას მთავრობის სხდომაზე უჭკუო, ავანტიურისტი და ამბიციური უწოდა.
 თამარ ტყემალაძე