რატომ მოიწყინა ნიკა გვარამიამ და იტირა ნანუკა ჟორჟოლიანმა - ემოციური წუთები "ნიჭიერში"

"რუსთავი 2"-ის ეთერში "ნიჭიერის" მორიგი ტური გაიმართა. მაყურებლის წინაშე თენგიზ ფულარია წარსდგა. მან მაყურებელს საკუთარი ოჯახის ამაღელვებელი ისტორია უამბო და სიმღერა აფხაზეთზე შეასრულა. მისმა ემოციურმა და ექსპრესიულმა შესრულებამ ჟიურის წევრებსა და დარბაზს ცრემლი მოჰგვარა. მაყურებელი კონკურსანტს ფეხზე წამოუდგა. თემამ განსაკუთრებით იმოქმედა ნიკა გვარამიაზე, რომელიც აფხაზეთიდანაა. ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, თენგიზ ფულარია მომდევნო ტურში გადაიყვანეს.