"ნუთუ მოპარული ფულით შექმნილმა დამპალ მოჭადრაკეების პარტიამ უფსკრულიდან უნდა გადაგვჩეხოს" - რობერტ სტურუა

რეჟისორი რობერტ სტურუა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


"ძ რ ო ხ ა
გაინაბა საქართველო... ოცდა ხუთი წლის მწარე გამოცდილებამ ვერ დააძინა - ნუთუ ისევ ომები, არეულობა, რიგები, უნიჭო პოლიტიკოსების, ხოჭოებევით გამრავლება, უცხოეთში გადაბარგება?!


ის, რაც თუნდაც იტალიაში ნორმალურ პარლამენტურ ბრძოლას წარმოადგენს, შფოთიან და შურიან ქართველებში ნაღმად აღიქვება... მერე ის ავლაბრელი, გაკაპასებული დორბლიანი გოშია-ძაღლივით, რომ არ იცი საიდან გამოგიხტება და წვივებში გეცემა. მერე ვითომ თეთრი სახლიდან თავისი გერბიან ტელეკედლით საქართველოს და ქართველებს აგინებს...

ნეტავ არ შეიძლება საქართველოში საღმა აზრმა იზეიმოს და

ნორმალურმა ადამიანებმა პარლამენტში თუ სამინისტროებში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის იზრუნონ?!

ნუთუ მოპარული ფულით შექმნილმა დამპალ მოჭადრაკეების პარტიამ უფსკრულიდან უნდა გადაგვჩეხოს - ნუთუ უტყვ ცხვრებად გვაქცია ნანატრმა თავისუფლებამ???

P.S. სხვათაშორის, მე გუშინ ვიქეიფე და ძალიან კარგად მეძინა! ალბათ იმედის ნაპერწკალი მაინც ბჟუტავს ჩემ დაღლილ სულში...თუ გულში?.. თუ ტვინში? არ ვიცი სად, მაგრამ ნამდვილად ბჟუტავს...და არ ჩამიქროთ... მუუუ!( ეს ძროხაა)", - წერს რეჟისორი.

http://www.geworld.ge/