''მინისრტრი იქნება, პრემიერ-მინისტრი თუ სხვა, კანონი ყველაზე ერთნაირად უნდა გავრცელდეს''-ბიძინა ივანიშვილი - სამოქალაქო პრესა

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი  თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პროკურატურას უფლებამოსილებისთვის არ გადაუჭარბებია.
’’არავითარი კანონის დარღვევა პროკურატურის მხრიდან არ იკვეთება. კანონი მოქმედებს ყველაზე და  ყველა ვალდებულია კანონის წინაშე. მინისრტრი იქნება, პრემიერ-მინისტრი თუ სხვა, კანონი ყველაზე ერთნაირად უნდა გავრცელდეს. საბოლოო სიტყვას იტყვის სასამართლო და გამოძიება იქნება გამჭვირვალე’’,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ირალი ალასანიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  ''პოლიტიკა უნდა წარმართონ პოლიტიკოსებმა და არა უშიშროებამ'', ივანიშვილი ალასანიას ამ განცხადებას ეთანხმება.
‘’რა თქმა უნდა არ უნდა მართოს და არც მართავს’’,-განახდა ივანიშვილმა.

http://www.cp.ge/