ალასანიას შემდეგ კალაძე - “სერიოზული კორუფციული სქემები, რომელშიც კალაძე ფარულად მონაწილეობს”

„მე მგონი ერთ-ერთი თანამდებობის პირის მიმართ მალე დაიწყება ანალოგიური პროცესი... არ ვაკონკრეტებ ეს კახი კალაძე იქნება თუ სხვა, თუმცა კულისებში კორუფციის ნიშნები ჩანს“- ამ განცხადებას „ალიასთან “ საუბარში იურისტი ვალერი გელბახიანი აკეთებს. მისი თქმით სერიოზული კორუფციული სქემები არსებობს, რომელშიც კალაძე ფარულად მონაწილეობს და რამდენად დაუდებენ ამას ვიცე პრემიერს მომავალი აჩვენებს



„კახი კალაძე არამარტო სააკაშვილის ბიზნესმენებთან ალიანსში შეიმჩნევა, მეტიც , სერიოზული მითქმა-მოთქმებია, რომ არის სერიოზული კორუფციული სქემები, რომელშიც კალაძე ფარულად მონაწილეობს, მაგრამ ახლა რამდენად იქნება ეს საკითხი წინ წამოწეული და რამდენად დაუდებენ კალაძეს მომავალში ამას, როგორც ბრალდებას, დრო გამოაჩენს. თუ მთავრობა საკუთარ განცხადებაში ობიექტურია , როცა ის ამბობს, ჩვენს გუნდში არ უნდა იყოს ადამიანი, ვისაც ხელი წაუცდება მარჯვნივ ან მარცხნივო, მაშინ მესმის, რომ ისინი კორუფციასთან ბრძოლას უფრო წინ აყენებენ ვიდრე პოლიტიკური ერთობის შენარჩუნებას“,-განაცხადა ვალერი გელბახიანმა „ალიასთან“.

წყარო „ალია“