ექსკლუზივი-დაშორდა თუ არა ია ფარულავა ტარიელ სუარს?

Mediamall.ge-ის მომხმარებელი ნუგზარ სანოშვილი დაუკავშირდა რედაქციას და ექსკლუზიური ინფორმაცია გაუმხილა.

სანოშვილის ინფორმაციით, მსახიობი ია ფარულავა და გიტარისტი ტარიელ სუარი დაშორდნენ.


"ია ფარულავა და ტარიელ სუარი დაშორდნენ. წყვილი ამას საგულდაგულოდ მალავს. ტარიელი ისევ ფრანკფურტშია და მოღვაწეობს ადგილობრივ აკადემიაში. ია ფარულავა კი თბილისში პროექტ ნიჭიერის ჟიურის წევრია. უკვე 3 თვეა რაც წყვილი ერთად არავის უნახავს. ტარიელ სუარმა საკუთარი ფეისბუქის გვერდი დახურა. ამჟამად იას ფეისბუქის გვერდზე ტარიელ სუარის ერთი ფოტოც არ ფიქსირდება."-განაცხადა ნუგზარ სანოშვილმა.

Mediamall.ge ამ ინფორმაციის გადამოწმებას ია ფარულავასთან ეცადა. მან ჩვენ ზარებას არ უპასუხა, ხოლო სმს-ით აღნიშნული ინფორმაცია უარყო და შემდეგი პასუხი გაგვცა: "თქვენ შ** ხომ არ გაქვთ, სისულელეა"

მოამზადა ნინო აბრამიშვილმა

http://life.mediamall.ge/