ახალი მაიბახის პირველი ფოტოები

”მაიბახი” მოკვდა, გაუმარჯოს ”მაიბახს”! გაიცანით ახალი Mercedes-Maybach S 600

”მერსედესის” შეფმა დიტერ ცეტშემ 2011 წელს ”მაიბახის”, როგორც მარკის გარდაცვალების შესახებ გვამცნო, მაგრამ ”მაიბახი” არ მომკვდარა - მისი ისტორია გრძელდება!


გრძელდება განსაკუთრებით მდიდრული Mercedes S-კლასის მოდელის სახით, რომელსაც XXL ბაზა აქვს. ”მერსედესმა” ახალი ”მაიბახის” ფოტოები გამოაქვეყნდა და იქვე ითქვა, რომ სახელწოდება ”მაიბახი” არა მარტო S-კლასის ახალ ვერსიას წარმოადგენს, არამედ უნდა გავიცნოთ როგორც ახალი ქვე-მარკა.