სასწაულმოქმედი კამა - ჯადოსნური ნიღბები და უნიკალური ლოსიონი ლაქების წინააღმდეგ

კამა - ვიტამინების და სასარგებლო მიკროელემენტების ნამდვილი განძია. რაც შეეხება კამის გამოყენებას სახესა და კანისთვის, აქ მთავარ როლს თამაშობენ ეთერზეთები, ორგანული მჟავები და ფლავონიდები. "სილამაზის ვიტამინების" A და E-ს შემცველობა კი მატებს კამის კოსმეტიკას ეფექტურობას, განსაკუთრებით ნაადრევ დაბერებასთან ბრძოლაში.

ამ ყველასათვის ხელმისაწვდომ ბალახს შეუძლია სერიოზული კონკურენცია გაუწიოსყველაზე ძვირადღირებულ კანის მოვლის საშუალებებს. მცენარის და თესლის საფუძველზე მზადდება ტონიკები და ლოსიონები, კრემები და ნიღბები, სკრაბები და სააბაზანო საშუალებები. კამა უხდება სხვადასხვა ტიპის კანს. ის სასარგებლოა პრობლემური და დამჭკნარი კანისთვის, ეხმარება ფერიჭამელებით გამოწვეულ გამონაყარს, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს.


ნიღაბი, რომელსაც გააჩნია ლიფტინგის ეფექტი, წმენდს კანს და ავიწროებს ფორებს

კამის პატარა კონა დააქუცმაცეთ ბლენდერში ან დანაყეთ, დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა და 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე 15-20 წუთით და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ნიღაბი გამოიყენეთ დღეგამოშვებით 2 კვირის მანძილზე. ეს ნიღაბი მოქმედებს მომენტალურად, ამიტომ შეგიძლიათ ასევე მისი გამოყენება უშუალოდ დღესასწაულებზე წასვლის წინ.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

კამის რამდენიმე ღერი წვრილად დაჭერით ან დანაყეთ, დაამატეთ 1 ს.კ. ვაშლის ძმარი და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი. დაიდეთ სახეზე 20 წუთით და შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.

ნიღაბი მშრალი კანისთვის

ნიღაბი კვებავს და ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას. დანაყეთ 1 პატარა კონა კამა და დაუმატეთ 1 სავსე სუფრის კოვზი არაჟანი, 1 კვერცხის გული და 1 კაფსულა ვიტამინი E. კარგად აურიეთ და დაიდეთ სახეზე 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.

ლოსიონი ჭორფლის და პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად

ლოსიონი ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების მნიშვნელოვნად გაღიავებას რამდენიმე კვირაში. 1-1 ს.კ. წვრილად დაჭრილ კამას და ოხრახუშს დაამატეთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი და ¼ ჭიქა კიტრის წვენი. დააყენეთ 2-3 საათის განმავლობაში და შემდეგ გაწურეთ. ლოსიონი წაისვით სახეზე ბამბის ტამპონით დღეში 2-ჯერ.

კესო ლაღიძე http://www.reitingi.ge/