წულუკიანის განცდები, ანუ "სასოწაწულუკებული" (video)

თეა წულუკიანს, რომელსაც ირაკლი ალასანიასთან მეგობრობა და პარტია "თავისუფალი დემოკრატები" აკავშირებდა, კვლავ ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრად რჩება. ის ყოფილი თანაგუნდელების - მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პეტრიაშვილის მსგავსად არ გადამდგარა მინისტრის პოსტიდან მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა ალასანია მოხსნა და ამის გამო საზოგადოების ერთი ნაწილისგან წყრომაც დაიმსახურა.


მაშინ, როდესაც მთავრობის წევრებთან შეხვედრისას პრემიერი თავდაცვის ყოფილ მინისტრს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა, წულუკიანის ემოციები ვიდეოკამერამ აღბეჭდა. სწორედ იუსტიციის მინისტრის განცდებია ასახული ვიდეოზე საინტერესო სახელწოდებით "სასოწაწულუკებული", რომელიც სოციალურ ქსელში