მწვანე კაკალის წამალი მხედველობის გასაუმჯობესებლად

რეცეპტისთვის დაგჭირდებათ 15 ც. დიდი მწვანე კაკალი, რომელიც ჯერ ძალიან ქორფა და რბილია. კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. შემდეგ დაჭერით რგოლებად და მოათავსეთ 3 ლიტრიან ქილაში.

ცალკე ჭურჭელში, 2 ლ ანადუღარ თბილ წყალში გახსენით 30 გ ახალი საფუარი, დაამატეთ 1 ლიტრიანი ქილით შაქარი და ისევ კარგად აურიეთ ყველა კომპონენტის სრულ გახსნამდე. შემდეგ ეს ხსნარი გადაასხით ქილაში, სადაც მოთავსებულია კაკალი და დაასხით იმ რაოდენობის წყალი, რომ ავსებამდე დარჩეს დაახლოებით 5 სმ.


ქილას დააფარეთ დოლბანდი და დადგით თბილ ადგილას, სადაც არ მოხვდება პირდაპირი მზის სხივები. 1 თვის შემდეგ მზა ნაყენი გაწურეთ დოლბანდში და მიიღეთ 1-2 ს.კ. დღის განმავლობაში საკვების მიღების შუალედებში.

კესო ლაღიძე

http://www.reitingi.ge/