”მე გაგიხმოვანებთ და რამდენ სირობასაც გინდა, იმდენს ვილაპარაკებ ჩემს თავზე” - სოსო ჯაჭვლიანი

"რუსთავი 2-მა" მეორე "დიხანია" გამიხსნა, მაგრამ შენიშვნა მაქვს: ხმა ცოტა მოიკოჭლებს, ამიტომ მე მოვალ, მე გაგიხმოვანებთ და რამდენ სირობასაც გინდა, იმდენს ვილაპარაკებ ჩემს თავზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა "შალვას შოუში" სტუმრობისას. მსახიობი, სპორტსმენი და დეპუტატი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მულტ სერიალ "ქერის უბანს" გულისხმობდა, სადაც სხვა პოლიტიკოსებთან ერთად იგიცაა გაშარჟებული.