გიორგი მარგველაშვილი: სამ მინისტრს, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს, კარგი კავშირები ჰქონდათ დასავლეთთან



პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ძალიან არასასიამოვნოა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მინისტრები, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს, კარგი იმიჯის მქონე პროდასავლური პოლიტიკოსები არიან.




"საბოლოო ჯამში, ეს ვითარება იყო არასასიამოვნო ქვეყნისთვის და ეს შეხვედრების დროსაც აქტიურად წამოვიდა. ეს არ იყო უბრალოდ ტელევიზიაში გათამაშებული პოლიტიკური პიარის ნაწილი, ეს იყო ქმედებები, რომელმაც გამოიწვია სამი მინისტრის წასვლა ხელისუფლებიდან, რომელსაც ნათლად ჰქონდათ პროდასავლური მინისტის იმიჯი, სერიოზული და კარგი კავშირები ჰქონდათ დასავლეთთან. ეს რესურსი დღეს ჩანაცვლდება. მე მაინტერსებს ის, რამდენად ეფექტურად ვიმუშავეთ დღეს დასახული მიზნებისთვის, სამი მინისტრის წასვლა არ არის იოლი თემა. ეს იყო მნიშვნელოვანი რესურსი იმიჯის თვალსაზრისითაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი არიან პროდასავლელი პოლიტიკოსები", - განაცხდა საქართველოს პრეზიდენტმა "მაესტროს" გადაცემა "სუბიექტურ აზრში" სტუმრობისას.




(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)  http://www.reportiori.ge/