"...ზედ წამწამზე მიზიხარ" - როგორ აჰყვა ირაკლი ალასანია "ქართული ხმების" "მუხამბაზს"

ეს კადრები წლევანდელ თბილისობის დღესასწაულზეა გადაღებული. 25 ოქტომბერს "თბილისობა 2014" საკრებულოს განახლებულ შენობაში საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი და თითქმის მთელი სამთავრობო გუნდი, თბილისის მთავრობის წევრები და დიპლომატები. დასახელდნენ საპატიო თბილისელები.

ღონისძიებაზე ანსამბლ "ქართული ხმების" და პოლონეთის ელჩის ანჟეი ჩიეშკოვსკის დუეტი შედგა. მათ ანსამბლის ცნობილი სიმღერა "მუხამბაზი" ერთად შეასრულეს. სწორედ ამ დროს, ოპერატორების ობიექტივში მოხვდა მაშინ ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც "მუხამბაზს" აყვა.