მძღოლმა "ლამბორგინის" "გამარიაჟების" ნაცვლად, მანქანას ცეცხლი წაუკიდა

ლონდონში მძღოლმა საკუთარი "ლამბორგინი" დაწვა. ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში მოხდა. შეძლებულმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა გამვლელებისთვის საკუთარი ავტომობილის ღირსებები ეჩვენებინა, რომელიც 300 000 ფუნტზე მეტი ღირს.

ავტომობილის ძრავის სიმძლავრის დემონსტრაციის დროს, მისი უკანა ნაწილი აალდა.