”ცოტა ხანში საჯაროდ ჩაიხდის” - ჩერგოლეიშვილი ღარიბაშვილზე

ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ზუგდიდში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ზუგდიდელებთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი კაცის გაუპატიურება ნაციონალურმა მოძრაობამ მოიტანა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების სისასტიკე სწორედ ზუგდიდში იგრძნობოდა ყველაზე მძაფრად.


"ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა "ნაციონალურმა მოძრაობამ" - ეს იყო მთელი ერის შეურაცხყოფა, მთელი ერის სირცხვილი, მაგრამ საბედნიეროდ, ისინი დღეს არ არიან", - განცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის ამ სიტყვებს ჩერგოლეიშვილმა ერთი ფრაზით უპასუხა:
"ეს ბედუკაძესამოფარებული ცოტა ხანში საჯაროდ ჩაიხდის".

წყარო/Source: www.ambebi.ge