რატომ გარდაიცვალა 23 წლის სტუდენტი სპერმის ბანკში ვიზიტისას?

ჩინეთში, სამედიცინო ფაკულტეტის 23 წლის სტუდენტი სპერმის ბანკში ვიზიტისას გარდაიცვალა, ჩინელი სტუდენტი სპერმის ბანკს 10 დღის განმავლობაში მეოთხედ სტუმრობდა.
ექიმების დასკვნით, მისი სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა, რომელიც დონორმა მაშინ მიიღო როცა სპერმის მისაღებად სპეციალურ ოთახში იყო შესული და მამაკაცებისთვის განკუთვნილ ჟურნალში გულახდილ ფოტოებს ათვალიერებდა.


23 წლის ჩჟენ განი უნივერსიტეტში 2010 წლიდან სწავლობდა და ის სპერმის შემსწავლელ პროგრამაში მონაწილეობდა. მსგავსი ინციდენტი იგივე კლინიკაში 2012 წელსაც მოხდა, წინა ჯერზე გარდაცვლილი პაციენტის ახლობლებმა კომპენსაციის სახით 45 ათასი დოლარი მიიღეს.

ჩჟენ განის ოჯახის წევრები კი მის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კლინიკას აკისრებენ და კომპენსაციას 800 ათას დოლარს ითხოვენ.

people.ge