ირაკლი ალასანია: ივანიშვილთან ბევრ საკითხზე ვისაუბრე, მაგრამ ეს, ბუნებრივია, ჩვენს შორის დარჩება

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განმარტებით, გუშინ საღამოს მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა ორმხრივი შეთანხმებით შედგა.


როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ გაცვალეს ხედვები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.



„ჩვენ გავცვალეთ ხედვები იმ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ძალიან გულწრფელი საუბარი იყო. ერთი თანხმობა შედგა, რომ ჩვენ ყველა პოლიტიკური პროცესი უნდა წავიყვანოთ ისე, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო. ეს იყო ძირითადად ჩვენი საუბრის შინაარსი. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს, ბუნებრივია, ჩვენს შორის დარჩება", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.


ამასთან, ალასანია ივანიშვილთან დღეს გამართულ შეხვედრას არ ადასტურებს.

ავტორი: ნენე სტეფანიშვილი


http://www.reportiori.ge/