ქეთი ქარდავას გიორგი ფოფხაძე არ ცვლის - საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის ბიუროს აძლიერებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის ბიუროს აძლიერებს.

მაუწყებლის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი ჟურნალისტ, ქეთი ქარდავას , გიორგი ფოფხაძით ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.


როგორც ბარათაშვილი Prime Time News-თან საუბარში აღნიშნავს, მაუწყებელი ევროპაში ორი ჟურნალისტით იქნება წარმოდგენილი.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპაში ორი ჟურნალისტით იქნება წარმოდგენილი. თებერვლამდე იქნება გიორგი ფოფხაძე, თებერვალში კი მას ქეთი ქარდავა შეუერთდება", - აცხადებს გიორგი ბარათაშვილი.