ლელა კაკულია: „ღარიბაშვილი უნდა გადადგეს!!! ყველაზე კარგი ეს არის“

„ყველა რომ ჩამოვთვალო, ხომ დაუსკდათ გულები. ფრთხილად ვარ ხოლმე“

ლელა კაკულიას „ხედვა“ ირაკლი ღარიბაშვილზე გაზეთ „ქრონიკა +“ - ში გამოქვეყნდა. წინასწარმეტყველი პრემიერს რჩევასაც აძლევს და გადადგომისკენ მოუწოდებს. რამდენად მოეწონება ლელა კაკულიას რჩევა ირაკლი ღარიბაშვილს ვერ გეტყვით. ის კი ფაქტია, რომ წინასწარმეტყველი „ჩვენებას“ არ ცვლის და ამტკიცებს: „ვინც არ დამიჯერა ყველამ კისერი მოიტეხაო“.


ლელა კაკულია: „ღარიბაშვილი უნდა გადადგეს!!! ყველაზე კარგი ეს არის. ძალიან უჭირს, სულ სხვა რამეებით არის დაკავებული, მაგრამ უჭირს. ხალხის განწყობა მის მიმართ მტრული არ არის, ამას არ ვხედავ, ძალიან ერთგული პიროვნებაა, შინაგანად წესიერი, მაგრამ სახელმწიფოს მართვა მძიმე ტვირთია ყველასთვის, ახალგაზრდაა, მომავალი წინ აქვს, კარგ სკოლას გადის ახლა. ბევრსაც სჯობია იქ, იმიტომ რომ არ არის ბოროტი პიროვნება. არ მაქვს ხედვაში მასზე რამე უარყოფითი. სხვებზე მაქვს უარყოფა. ყველა რომ ჩამოვთვალო, ხომ დაუსკდათ გულები. ფრთხილად ვარ ხოლმე, სათითაოდ ვის რაა... პოლიტიკა ჭაობია, მერე ნელ-ნელა ითრევს ამ ხალხს ეს ჭაობი“.