„კვესიტაძე, შე უნამუსო, უტვინო და უღირსო „ჯურნალისტო“

გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ახლო მეგობარი ხათუნა ხოფერია ჟურნალისტის ეკვა კვესიტაძის გადაცემას „facebook“-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

„კვესიტაძის გადაცემას ვუყურე! უფრო სწორედ, კვესიტაძის გადაცემის მეშვეობით, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან, ჟვანიას ოჯახის და პროკურატურის დასანტაჟების მორიგ მცდელობას ვუყურე!


1. კვესიტაძემ კიდევ ერთხელ უჩვენა საზოგადოებას, (ამჯერად, ვიდეო მასალა) რომ ჟვანიას ნამდვილად ქონდა სისხლჩაქცევები და დაზიანებები თავის ქალაზე.!
2. გადაცემა იყო პანიკური, აშკარად ეტყობოდა, რომ დაუკვეთეს და ორ საკითხს ითვალისწინებდა: ა) ჩაჩუასთვის მხარდაჭერის და მისი გადარჩენისთვის ბრძოლის დემონსტრირებას. ბ) ოჯახის კიდევ ერთხელ დაშანტაჟებას!
3. არანაირი სიახლე გადაცემაში არ თქმულა.
4. იყო პირდაპირი მუქარა ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნის რაღაც „დელიკატური“ ჩანაწერის გასაჯაროების! ... და ა. შ. კვესიტაძე, შე უნამუსო, უტვინო და უღირსო "ჯურნალისტო"!!!! ვინ მოგცა უფლება, ასე უაპელაციოდ და საგანგაშოდ მიმართო საზოგადოებას! გამოიყენო საეთერო დრო, ტყუილების გასაჟღერებლად, ადამიანებში ცრუ განწყობის შესაქმნელად! რა გაქვთ სათქმელი? თქვით! მაინც ყველამ იცის, რასაც აბრალებთ და როგორც სვრით ცხონებულის სახელს! თქვით! ნუ გვაშანტაჟებთ! და რა? რა შეიცვლება მაგით? რას დაამტკიცებთ მაგ ტალახის სროლით?!... რომ ზურა გაზით გაიგუდა? მაგით ხომ არაფერი იცვლება! ზურა მოკალით! ჰაკიმ ფაშას ფოტოებზეც და შენ მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაშიც ჩანს, რომ ზურას სიცოცხლეში მიაყენეს თავის ქალაზე დაზიანება! მერე მოკლეს! მერე მოკალით! აი, ესაა სიმართლე! არ გვეშინია, რაც გინდათ ის თქვით!“, - წერს ხოფერია.