"ერთ ნამდვილ ამბავს გაგანდობთ, მიშასა და ბიძინას ურთიერთობიდან"

"ბიძინას მიშამ ნახევრად ირონიულად უთხრა, ეს რა კოალიცია შეკრიბე, ვერ ხვდები, რომ თავზე დაგექცევაო".

ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი არველაძე, ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ბოლო შეხვედრას იხსენებს.



„ერთ ნამდვილ ამბავს გაგანდობთ, მიშასა და ბიძინას ურთიერთობიდან, რომელიც დღევანდელი მოვლენების ფონზე ღიმილს მგვრის და თქვენც მინდა, რომ გაგაღიმოთ.

კოჰაბიტაციის დაწყების მერე, ერთ-ერთ პირველ პირისპირ შეხვედრაზე ბიძინას მიშამ ნახევრად ირონიულად უთხრა, ეს რა კოალიცია შეკრიბე, ვერ ხვდები, რომ თავზე დაგექცევაო. რაზედაც დიდმა ჭორვილელმა ნიშნის მოგებით მიუგო: “მიშა შენ არ გესმის რა არის ჩემი წარმატების მთავარი საიდუმლოო”… და მერე სრული სერიობულობით ახსნა, რომ ეს იყო მისი უნარი ზუსტად და უშეცდომოდ შეერჩია ადამიანები შესაბამისის ფუნქციისა და პასუხისმგებლობისთვის. მან ჩვეული რუდუნებით ახსნა, რომ არასოდეს არ ეშლება ადამიანების გამოცნობა და მათთვის ზუსტად შესაფერისი პოზიციის მოძებნა… რომ ის იმდენად სწორედ ანაწილებს ფუნქციებს რომ მისი ყველა დანიშვნა ყოველთვის არის და იქნება უზუზტესი..

მართლა, ზუსტად ასე იყო, დიდი ხანი ხსნიდა ამას… უკიდურესად თავდაჯერებული და ამაყი… თან იქადნებოდა, აი ნახავთ როგორ იმუშავებს ჩემი მთავრობაო… მიშა გაღიმებული უსმენდა..“, - წერს „ფეისბუქზე“ არველაძე.

http://newposts.ge/