"მეფე და ჩიტი" - ნათია ფანჯიკიძის რეაქცია ღარიბაშვილის მიერ ალასანიას საჯაროდ შეურაცხყოფაზე

ღარიბაშვილს შორის არსებული დაპირისპირებისა, ბევრისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა სიტყვები, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა დღეს თავდაცვის გადაყენებული მინისტრი მოიხსენია. მან პოსტიდან გათავისუფლებულ ალასანიას "ავანტურისტი", "უჭკუო", "მოღალატე" და "ამბიციური" უწოდა.


აღნიშნულ განცხადებებს თავისებურად გამოეხმაურა ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი მაია ფანჯიკიძე, რომელიც Facebook-ზე ვახტანგ კახიძის "მეფე და ჩიტს" აზიარებს და მოსაზრებას ასე აყალიბებს:

"მე რაღაცა მაქვსო ...
ადამიანების და ღირებულებების, იდეალების ეს ზეძვირფასი პირადი კოლექცია არ იყიდება, ზიარია ყველასთვის, ვისაც უხილავი სენსორები გვაერთიანებს.
ერთიანი ცნობიერების სარტყელია,
მზე და სიყვარული,
მაშ!", - წერს ფანჯიკიძე, მოგვიანებით კი

დასძენს, რომ "ჩიტები ვართ ყველა, ვისაც გვაქვს ის, რის გამოც გვმტრობენ - იდეალები. ამ დროს ამას მტრობა არ უნდა, გულის გახსნა უნდა და ეგაა.. უცებ მზე ჩნდება შენშიც. მეფეები ისინი, ვინც არ იცის, რომ ვერასდროს ვერ წაართმევს ამას სხვას და ვერც იყიდის".

http://www.ambebi.ge/