ასპირინის ხსნარი გაპარსვის და ეპილაციის შემდეგ თმის ზრდის შესაჩერებლად

ალბათ, ქალების უმეტესობას განსაკუთრებულად ეზარება გაპარსვა ან ეპილაციის გაკეთება.

მიუხედავად ამისა, ამ არცთუ ისე სასიამოვნო პროცედურას სხვადასხვა ადგილას ყოველდღიურად მაინც იტარებთ. ლაზერის, ფხრიწისა თუ სხვა თმის მოსაცილებელი პროცედურების გამოგონების მიუხედავად, ბევრისთვის გაპარსვა მაინც შეუცვლელ საშუალებად რჩება.


სპეციალური ხსნარი, რომლის მომზადებასაც ახლა გასწავლით, ნაწილობრივ მაინც მოგიხსნით პრობლემას. ამ საშუალებას თუ მინიმუმ 3-ჯერ გამოიყენებთ, შედეგს აუცილებლად იგრძნობთ. მიაჩვიეთ სხეული მოვლას და გარდა იმისა, რომ თმის ამოსვლის ინტერვალი გაიზრდება, თქვენი კანი გლუვი და ნაზი იქნება.