სექსუალური ძალადობის იმიტაცია 12 წლის მოზარდზე - სკანდალი თბილისის პრესტიჟულ სკოლაში

რა მოხდა ძვირადღირებულ კერძო სკოლაში, რატომ წავიდა სკოლიდან ქართულის მასწავლებელი და რამ აიძულა მეშვიდეკლასელი მოსწავლის დედა, შვილი სხვა სკოლაში გადაეყვანა...

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბრიტანული ცენტრი-წმინდა ნიკოლოზის სკოლის ყოფილი მოსწავლის დედა „ქრონიკა +“-თან საუბრობს.


მშობლის განცხადებით მის შვილს წმინდა ნიკოლოზის სკოლაში თანაკლასელებმა თავიდან არაქართული გვარის გამო დასცინეს , შემდეგ კარგად სწავლის გამო „შკოლნიკი“ შეარქვეს და აღარ ეკონტაქტებოდნენ.

„ლუკა ფიზიკურად სუსტიაა და ესეც დაცინვისა და თანაკლასელების მხრიდან გარიყვის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ოქტომბრის შუა რიცხვები იყო, ჩემი შვილი სკოლიდან გაკაწრული საფეთქლით და წებოში ამოსვრილი შარვლით მოვიდა, მითხრა რომ გარეთ თამაშის დროს ბიჭებმა დაარტყეს. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, დამრიგებელმა მითხრა, რომ ლუკა ძალიან კარგი ბავშვია, მაგრამ ერთი სერიოზული პრობლემა აქვს -თავის დაცვა არ შეუძლია.

დამრიგებლის თქმით, ახლა ჯუნგლის კანონები მოქმედებს და ცხოვრებაში რომ არ დაიჩაგროს, ბავშვმა ქუჩაც უნდა იცოდეს და ქუჩის კანონებიც. მისი საუბრიდან შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პასუხისმგებლობას იხსნიდა და ამიტომ ამ ფაქტის შემდეგ პირდაპირ დირექტორთან შევედი. მეორე დღეს დირექტორმა დაიბარა ყველა მოსწავლე მათ შორის ჩემი შვილიც, იმ ბავშვებს არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ შენიშვნები ჩემმა შვილმაც მიიღო, ალბათ ცანცარებდი და ეს ბიჭები შენ გააღიზიანეო.

დირექტორთან საუბრის შემდეგ დამრიგებელი კლასში ნამტირალევი სახით შესულა და გამოუცხადებია სკოლიდან მივდივარო, ბავშვების ლოგიკით, ლუკამ მასწავლებელს უჩივლა და მისი შესაძლო წასვლის განცხადების შემდეგ ლუკას საშინლად აწვალებდნენ. ერთერთი „წამების მეთოდი“ კალსმის წართმევა და დამტვრევა იყო.

17 ოქტომბერს ლუკას მორიგი კალამი გაუტეხეს და წერა მასწავლებლის მიცემული კალმით გააგრძელა, ერთ-ერთ კლასელ ბიჭს უთქვამს-ვარდისფერი კალმით რომ წერ გოგო ხარო? ლუკას უპასუხია -თუ კარგია შენხარ გოგოო,-ახლავე განახებ თუ არ ხარო. სკამიდან ძალით აუყენებიათ, ორ ბიჭს აქეთ-იქიდან დაუკავებია და მესამეს სექსუალური ძალადობის იმიტაცია შეუსრულებია, ალბათ ტელევიზიით ციხეში მომხდარი ძალადობის ფაქტები ქონდა ნანახი, ბავშვი გადაკუზულ მდგომარეობაში ჰყავდათ და ის ერთი ვითომ აქტს ასრულებდა.

ბავშვი შოკში იყო, მაგრამ მასწავლებლისთვის ამის თქმა ვერ გაბედა, შესვენების დროს აკანკალებულმა დაწერა ყველაფერი და მასწავლებელს მისცა. მასწავლებელი დირექტორთან ჩავიდა.

ამის შემდეგ ყველაზე საინტერესო ის იყო რომ ბრალეულობის ლუკასკენ გადმოტანა სცადეს. შეფარვით 12 წლის ბავშვის შესაძლო ორიენტაციაზე მიმანიშნებდნენ.

კლასის დამრიგებელმა იმავე დღეს დაწერა განცხადება და წავიდა. დირექტორმა მითხრა - მეც გაოგნებული ვარ, მაგრამ ისეთ ასაკში არიან და ტელევიზორში ისეთ რაღაცეებს უყურებენ , შეიძლება რაღაც მოხდაო.ყველაფერს მოვაგვარებო, ისე მელაპარაკებოდა თითქოს არაფერი მომხდარაქ, რა თქმა უნდა ავუხსენი , რომ სკოლაში სადაც ასეთი ამაზრზენი შემთხვევა მოხდა შვილის მიყვანას აღარ ვაპირებდი . ჩვენს კვარტალში საკმაოდ კარგი საჯარო სკოლაა და იქ მივიყვანე.“- აცხადებს 12 წლის ბავშვის მშობელი.