თმის ვარცხნილობის მიხედვით, როგორია ქალი სექსის დროს

ფილოსოფიის დოქტორი და მრავალი წიგნი ავტორი იან კერნერი ამტკიცებს, რომ ვარცხნილობას ადამიანის ჩვევებისა და პიროვნულ მახასიათებლების შესახებ ბევრის თქმა შეუძლია:









თუ ქალბატონი თმას შეკრულს, ეგრედწოდებულ „კუდს“ ატარებს და დღესასწაულებსა და ღონისძიებებზეც ამგვარი ვარცხნილობებით მიდის, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მამაცი, თავისუფალი და გაბედულია. არ ეშინია საკუთარი სახის გამოჩენის, არ მალავს ყურებს, კისერს, რაც მის სექსუალურ თავდაჯერებულობაზე მიუთითებს. არ აქვს კომპლექსები და გულგრილია სხვების აზრის მიმართ.



ისინი ვინც მუდამ აკურატულ ვარცხნილობას ატარებენ და სახლში ყოფნისასაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ თითქოს სალონიდან სულ ახლახანს გამოვიდაო, ეს მიანიშნებს, რომ ზედმეტად უყვართ წესრიგი. ზოგჯერ ეს ჩვევა ავადმყოფურ პედანტიზმშიც გადაიზრდება. ასეთი ვარცხნილობის ქალბატონებს სპონტანური სექსი არ იზიდავთ. ურჩევიათ მოვლენები წინასწარ შედგენილი სცენარით წარიმართოს.


თუ ქალბატონი თმას გაშლილს, გაწეწილს ატარებს, მისი დევიზია „ბუნებრიობა სიმახინჯე სულაც არ არის!“ საკუთარი თავით, სხეულითა და გარეგნობით სრულიად კმაყოფილია. არ ადარდებს მოტეხილი ფრჩხილი, ლაქა ტანისამოსზე, ან პედიკურის უქონლობა. სექსისთვის მზად არიან ყველგან და ყოველთვის. ახასიათებთ პარტნიორის ხშირი ცვლის ტენდენცია.




თუ ქალბატონი ეგრედ წოდებულ „კოსას“ ატარებს, ის ძალიან რომანტიული ნატურა, ნამდვილი ლედია, გრაციოზული, განათლებული, კარგი მანერებით. სხვა ქალებზე მეტად უყვართ კომპლიმენტების მიღება. სექსი მათთვის სააბაზანოდან იწყება, ვარდების ფურცლებსა და სანთლებს შორის. გაგრძელება კი ლამაზი მუსიკისა და თეთრეულის ფონზე ხდება.


dainteresdit.ge