ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის რაიონის სოფლები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, ლაგოდეხის რაიონის სოფლები დაზარალდა. უხვი ნალექის გამო, აფენში, ზემო ნაშოვარსა და ონანაურში საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დაიტბორა.
მოსახლეობის ინფორმაციით, წყალდიდობას სოფელში სანიაღვრე არხების არარსებობა იწვევს.
დაზარალებულ სოფლებში სპეცტექნიკა მუშაობს