გიორგი ბახუტაშვილს ქორწილის პირველ ღამეს ჩაეძინა

"ჩემი ცოლის დაქალების" ცოტნიკოს, იგივე გიორგი ბახუტაშვილის დაქორწინებიდან ერთი წელი გავიდა.

მაშინ, როცა "ბახუტა" სერიალში გამოჩნდა და თაყვანისმცემელი გოგოების დიდი არმიაც გაიჩინა, ზუსტად მაშინ გადაწყვიტა დაქორწინება.


ცოლად თაკო შოშიაშვილი მოიყვანა და თაყვანისმცემლებს ასე გაუცრუა იმედები. გიორგიმ და თაკომ ჯვარი შარშან, 22 აპრილს დაიწერეს. წყვილმა ქორწინების ერთი წლის იუბილე აღნიშნა და სოციალურ ქსელში ქორწილის სურათებიც გამოაქვეყნა.

სპეციალურად ქორწილისთვის დიდი ფოტოსესია მოეწყო. ერთ-ერთ ფოტოში "ბახუტას" პირველ ღამეს საძინებელ ოთახში გათიშულ მთვრალს სძინავს.