"დასატირებლად მიდიოდნენ, ახლა თავად გახდნენ დასატირებლები" - ტრაგედია ოსიაურთან

სიკვდილის ზონას" მთელი ოჯახი შეეწირა – მორიგი ავტოკატასტროფა ოსიაურთან.

გზაჯვარედინს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურთან კარგა ხანია უკვე "სასიკვდილოს" უწოდებენ - დედაქალაქში მომავალი ავტომობილები, ასევე ხაშურის ცენტრიდან დაბალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილები სწორედ ამ ადგილას, სადაც გზა ფართოვდება, სიჩქარეს კატასტროფულად უმატებენ.


ბოლო საშინელი ავტოავარია რამდენიმე დღის წინ მოხდა, რომელმაც ცოლ-ქმარი გივი და მზია პიტიურაშვილები და მათი ქალიშვილი 38 წლის თეა შეიწირა. ავტომანქანაში ასევე იყო პიტიურიშვილების ვაჟი, რომელიც მძიმედ დაშავდა - ორი ურთულესი ოპერაციის შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ნოდარი, ოჯახის ახლობელი:

- გივი პიტიურაშვილი ჩემი ცოლიძმაა... ამ ოჯახში ისეთი უბედურება დატრიალდა, მტერს არავინ უსურვებს. ამ საშინელებას როგორ ვუძლებთ, მიკვირს, - ერთ ოჯახში 3 მიცვალებული ასვენია. თან რა ტკბილი და თბილი ოჯახი იყო, ყველაფერს ერთად და სიყვარულით აკეთებდნენ. სამტრედიაში ახლობლის დასატირებლად მიდიოდნენ. ახლა თავად გახდნენ დასატირებლები. იმ ქვეყნადაც ერთად მიდიან... ახლა თეას შვილები მეცოდება ყველაზე ძალიან, - 2 ობოლი დარჩა, 5 და 8 წლის პატარები...