,,ხარძიანების ხორცმეტი ხარ! მიმიფურთხებია სულში ყველასთვის, ვინც შენსას დაიჯერებს!“ - ხარძიანის ძმისშვილი მიხეილ ხარძიანს

მოკლული ბესო ხარძიანის ძმიშვილი, მიხეილ ხარძიანს პასუხობს და ევროებზე გაყიდულს უწოდებს.

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ძმისშვილი, გიორგი ხარძიანი სოციალურ ქსელში ბესიკ ხარძიანის შვილების მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას ეხმაურება.


„სულ, რომ ვიღაც გმართავდა ეგ ვიცოდი, მაგრამ ასე თუ დაეცემოდი არ მეგონა... რომელ ხარძიანების შეკრებაზეა აქ საუბარი? შენი და შენი დის? სხვა ხარძიანი შენ ზედაც არ შემოგხედავს. ხარძიანების შეკრება სულ არ არის საჭირო.

ამოსულიყავი შენს ძმასთან, შენს სისხლ და ხორცთან, დალაპარაკებოდი, თუმცა რომელ საუბარზეა ლაპარაკი, ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს. მაგრამ ღირს საკუთარ ოჯახზე ასეთი საუბარი? მიმიფურთხებია სულში ყველასათვის, ვინც შენსას დაიჯერებს, გვარის შეცდომა ხარ!

ფულზე გაყიდულები!!! ტფუი, მიმიფურთხებია შენისთანა ბიძაშვილისთვის!!! რამის თქმა გინდა? მოდი და ოჯახში თქვი რა ტელევიზიებით ატრიალებ ენას?! ვიღაც იმუქრებოდა ბოლო ობოლი არ ვიქნებიო? მოგცეს პარიზული ევროები? განსხვავება ისაა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ყველაფერს! გვრცხვენიხარ ხარძიანებს! ხორცმეტი ხარ ხარძიანების და მთლიანი ოჯახის!“ - წერს გიორგი ხარძიანი სოციალურ ქსელში.

ბესიკ ხარძიანის შვილების თქმით, ბიზნესმენის მკვლელობა მისმა მეორე მეუღლემ ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა.

ამის შესახებ განცხდება მოკლული ბიზნესმენის შვილებმა მიხეილ და ანა ხარძიანებმა გააკეთეს, რომელიც გარდაცვლილს პირველი ცოლისგან ჰყავს.