ხანძარი ბაგებში: ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის 14 სართულს გაუჩნდა

ბაგებში, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარის გამომწვევი მიზეზი ლიფტის შახტაში გაჩენილი აალებაა. ლიფტის შახტის აალების შემდეგ ხანძარი შენობის თოთხმეტ სართულზე გავრცელდა.


ხანძრის შედეგად არ არიან მძიმედ დაშავებულები. მაშველებმა ცეცხლის კვამლით მოწამლული ბინადრები კორპუსიდან გამოიყვანეს.
ადგილზე 4 სახანძრო ავტოცისტერნაა მობილიზებული. ცეცხლის ლოკალიზებაზე ვაკე-საბურთალოს სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ლიკვიდაცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.