კომუნისტების დროა

კომუნისტების დროა. ებრაელი წერილს სწერს ისრაელში წასულ ძმას:
– აქ ძალიან გაჭირდა ცხოვრება, ყველაფერი ძვირდება, ქათამი 5 მანეთი ღირს...და ა. შ. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდნენ ტყავისპალტოიანი ტიპები, დაახიეს თავზე ეს წერილი და ეუბნებიან:

– შენ თავი ხომ არ მოგბეზრებია! დაჯექი ეხლავე და დაწერე როგორც საჭიროა!
ებრაელიც დაჯდა და წერს:
– ჩვენთან ყველაფერი გადასარევადაა, ისეთი სიიაფეა, სპილო 3 მანეთი ღირს, მაგრამ რად მინდა სპილო? 2 მანეთს დავამატებ – ქათამს ვიყიდი...