აი რას წერდა კოტე თოლორდავა თავის წერილში

ჟურნალ “გზის” ჟურნალისტი კოტე თოლორდავას სოციალურ ქსელში იხსენებს.

“კოტე ყოველთვის გულწრფელი, ემოციური და დაუზარელი იყო. ამ ადამიანთან იმდენი ინტერვიუ ჩამიწერია, ვერ დავთვლი… ახლა, როცა მინდა მასზე რაღაც დავწერო, ყველა სიტყვა ბანალური მეჩვენება. მახსოვს, როგორ წამიყვანა გადასაღებ მოედანზე, როცა ფილმში ”ვინ მოკლა ილია?” იღებდნენ. გრიმის გაკეთებას დამასწრო, ვუყურებდი, როგორ ხდებოდა მისი გარდასახვა. – ვგავარ ილიას? არ ვიცი, იმ დღეს რამდენჯერ მკითხა. მაშინ ”გზის” ეკლუზივი გადასაღები მოედნიდან კოტეს დამსახურება იყო.


კოტე თოლორდავა;
-უფალს ვუყვარვარ და არ მწირავს. ბევრჯერ დავცემულვარ, მაგრამ წამოდგომაც მომიხერხებია. იმედია, აღარ წავიქცევი. წარსულში კარგი გაკვეთილები მივიღე. მერე უფალმა განო გამომიგზავნა. ეს მაძლევს იმის რწმენას, რომ მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება.რომანტიზმი ჩემს ცხოვრებას აფერადებს.მაგრამ ბოლო დროს გრანდიოზულ სიურპრიზებს ვერ ვუწყობ საყვარელ ადამიანს. მე და განო ძალიან დაკავებულები ვართ, 3-4 ადგილზე ვმუშაობთ და ამიტომაც, მხოლოდ პატარ-პატარა სიურპრიზებით შემოვიფარგლებით – კედელზე დატოვებულ წარწერებს ვგულისხმობ.

– ბოლოს რა დაუწერე?
– “გაკო, მიყვარხარ სამუდამოდ”.
ეს ამონარიდია ერთ-ერთი ინტერვიუდან
და აქვე წერილი, რომელიც თოვლის ბაბუას საკუთარი ხელით დაუწერა”