სასულიერო პირი, რომელმაც საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად სომეხ, 10 წლის ბავშვს ტაძარი დაატოვებინა

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ინა ს.-იანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს ისტორიას, რომელიც ექსკურსიაზე თანატოლებთან ერთად მყოფ მის ქალიშვილს გადახდა თავს.

ინა ს.-იანი „ფეისბუქში“ წერს, რომ მისი 10 წლის გოგონა სხვა თანატოლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა, ხოლო როცა ტაძარში შევიდნენ, მან, სხვების მსგავსად, სანთელი აანთო და პირჯვარი გადაიწერა, რასაც იქვე მყოფი სასულიერო პირის შენიშვნა მოჰყვა:


მან ბავშვს განუცხადა, რომ ის პირჯვარს არასწორად იწერდა, ხოლო მას შემდეგ, რაც გოგონას პასუხი მოისმინა - სომხურ ეკლესიაში დავდივარ და იქ ასე მასწავლესო, მას ტაძრის დატოვება მოსთხოვა და განუცხადა, რომ ისინი, ვინც სომხურ ეკლესიაში დადიან, „შორს დგანან ღმერთისგან“ და მათ არა აქვთ უფლება, იარონ ქართულ ეკლესიებში.

ინა ს.-იანი სიონის ტაძრის იმ სასულიერო პირის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელმაც ეს მოიმოქმედა - მისი თქმით, მამა დავით ლასურაშვილი ბავშვს ტელევიზიით ჰყავდა ნანახი და ფოტოების თვალიერებისას ამოიცნო.

„დიდი მადლობა ამ „მამაოს“ იმ გაკვეთილისთვის, რომელიც მან ჩემი 10 წლის გოგონას ჩაუტარა - მხოლოდ სიძნელე აწრთობს სომხისგან უფრო ძლიერ სომხებს. თუ ისე მოხდება, რომ ჩვენ, ვთქვათ, დაგვავიწყდება, ვინ ვართ, ყოველთვის გამოჩნდება „ღმერთთან ახლოს მდგარი მამაო“, რომელიც შეგვახსენებს, ვინ ვართ...“, - წერს ინა ს.-იანი „ფეისბუქში“.


http://www.fmabkhazia.com/