„ჩვენ თქვენ დაგხვრეტთ!" - ვინ ემუქრება ვახტანგ კიკაბიძეს?

ცნობილმა მსახიობმა ვახტანგ კიკაბიძემ ერთ-ერთი უკრაინული მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სეპარატისტმა მებრძოლებმა დაურეკეს და სიკვდილით დაემუქრნენ.


„რამდენიმე დღის წინ მე დამირეკეს: "გისმენთ!" - "ვახტანგს ვესაუბრებით?" - "დიახ" . - "ჩვენ დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან გირეკავთ", - ამბობს ვახტანგ კიკაბიძე. - მე სიცილიც კი ამიტყდა, რადგან ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო.




ვეუბნები: "და რა?" - " ჩვენ თქვენ დაგხვრეტთ!". იმას, რაც მე მათ ამ სიტყვების მერე ვუპასუხე, ახლა ვერ გავიმეორებ. ეს ყველაფერი ძალიან კომიკურად გამოიყურება", - აღნიშნა კიკაბიძემ.


„ვახტანგ კიკაბიძე რუსეთთან კონფლიქტში უკრაინის ინტერესებს იცავს. მას შემდეგ, რაც რუსეთი  საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, ვახტანგ კიკაბიძემ  მაშინვე შეწყვიტა რუსეთში გასტროლები და საერტოდ გაწყვიტა დამპყრობელ ქვეყანასთან ურთიერთობა. ის რუსულ მედიასთანაც კი არ ურთიერთობს. ვარსკვლავი ამაყობს იმით, რომ კრემლის "შავ სიაში" მოხვდა. კიკაბიძე მოხარულია, რომ ის იმ ადამიანთა სიაში მოხვდა, სადაც ანდრეი მაკარევიჩი, იური შევჩუკი და თვით ჯორჯ კლუნი არიან", - წერია სტატიაში.