,,ბინძური პროვოკაცია...“ - ქეთა ხარძიანი დუმილს არღვევს და ნახევარძმას პასუხობს

დუმილი დაარღვია ბესიკ ხარძიანის ქალიშვილმა ქეთა ხარძიანმა და ის თავისი ნახევარძმის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მიშა ხარძიანი აღნიშნავს, რომ ბესო ხარძიანის მკვლელობა მისმა მეუღლემ ეკა ნონიკაშვილმა დაუკვეთა:
,,ვუყურე მათ განცხადებას და ისინი არ იყვნენ ხარძიანები, ისინი საუბრობდნენ იმ ფორმით, რა ფორმითაც გია უდესიანი“ - ამბობს მოკლული ბიზნესმენის ქალიშვილი ,,იმდის კვირასთან“.


ქეთა ხარძიანისთვის მისი ძმის განცხადება დაუჯერებელი და აბსურდულია, თუმცა ნაცნობია მოტივი, რაზეც მისი მამა სიცოცხლეში საუბრობდა. მისი თქმით, ბესიკ ხარძიანის მტერბმა ოჯახის წინააღმდეგ ყველაზე ბინძური პროვოკაცია განახორციელეს.

,,მამაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ მისი წამება უდესიანის სახელით ხდებოდა... გარდაცვლილი მამაჩემისაც შურს“ - ამბობს ქეთა ხარძიანი.

ქეთა ხარძიანი ამბობს, რომ აღდგომის დღესასწაულზე ელოდებოდა, თუმცა მიშა და ანა საფლავზე არ მისულან, ,,ჩემი და-ძმა არ ცხოვრობდნენ თბილისში, ისევე როგორც ჩემი უმცროსი ძმა, თუმცა როცა გვქონდა ურთიერთობა გვქოდნა ძალიან ცივილური და არა ისეთი, როგორც ეხლა გვესაუბრებიან“ - აცხადებს ქეთა ხარძიანი.