რა ხდებოდა Facebook-ზე, როდესაც შალვა აბულაძის დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობდა

სამართალდამცავებმა ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე დააკავეს. სამართალდამცავების სპეცოპერაციას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Ambebi.ge რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.



ირმა ინაშვილი:
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდა აბულაძის დაკავება და არა მისი ლიკვიდაცია. ესაა მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის... რადგან გვახსოვს, 2004- 2011 წლებში როგორ ხვრეტდნენ ადგილზე სრულიად უდანაშაულო ადამიანებს და მერე როგორ ამაყობდნენ იმით, რომ გვამებზე გადაიარეს. ქართულმა სახელმწიფომ, მისმა ძალოვანმა სტრუქტურებმა დღეს ხუთიანზე იმოქმედეს! დღევანდელი დღის მორალური ნაყოფი მომავალში უფრო გამოჩნდება.

ნანუკა ჟორჟოლიანი:
მორალისტებმა რაც არ უნდა ჩამქოლონ, არ გავაკრიტიკებ პოლიციას!
მაგრამ კითხვა მაქვს რა.
ვთქვათ

დავიჯერე რასაც პროკურატურა ამბობს, რომ გოგა ონიანმა კრიმინალს ნარკოტიკი ჩაუდო და ბრალიც წაუყენეს. ან, ის რომ სოდი კრიმინალებს ამ გზით იჭერდა წარსულში..
მათი "ჩადებული" ნარკოტიკი რატომ არის დანაშაული და თქვენი "ჩადებული" ნარკოტიკი აუცილებელი და საჭირო ხერხი, კრიმინალის დასაკავებლად?!
ანუ, რატომ მოსულა თქვენთვის ის, რისთვის სხვებს დევნით?!

ლალი მოროშკინა:
გიორგი ბარამიძეს აჩვენეთ შალვა აბულაძის აყვანის კადრები, იქნებ შსს-ს ამ მასტერკლასმა გაახსენოს აფრასიძეების ოჯახის ამოხოცვის "სპეცოპერაცია".
იმედია პროკურატურა სულ მალე ბარამიძესაც "მიხედავს"!
Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსები