"ნუ ჩამოდიხართ და ნუ მაყენებთ ფაქტის წინ. ჩვენ ჩვენი თავი გაგვჭირვებია"- ვის მიმართავს მამულაშვილი

ლეგიონს" ახალი წევრები არ აყავს!
უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი , ფესიბუკის საკუთარ გვერდზე მიმართვას აქვეყნებს, სადაც ის უკრაინაში საბრძოლველად წასვლის მსურველებს აფრთხილებს:
"მეგობრებო მინდა გითხრათ ბევრი ადამიანი სარგებლობს ჩემი სახელით და ჩამოყავს უკრაინაში ხალხი, ყველას გთხოვთ არ აყვეთ პროვოკაციებს და ნუ ჩამოხვალთ ვითომდა ჩემ დაძახილზე!!!
მე მებრძოლები არ ამყავს , არც არავინ არ დამიპატიჟია თუ ვინმე ჩემი სახელით გწერთ ან გელაპარაკებათ გადაამოწმეთ ინფორმაცია! ან უკეთესი ნუ ჩამოხვალთ , "ლეგიონს" ახალი წევრები არ აყავს! ნუ ჩამოდიხართ და ნუ მაყენებთ ფაქტის წინ რომ უკვე აქ ხართ !! ჩვენ ჩვენი თავი გაგვჭირვებია და ზედმეტ ტვირთს ნუ გვკიდებთ!"