"შოკირებული ვარ" - მაია ხარძიანის პირველი კომენტარი ბესიკ ხარძიანის შვილების განცხადებაზე

მოკლული ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის და მაია ხარძიანი ცოტა ხნის წინ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციაზე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ხარძიანმა განაცხადა, მისი ძმიშვილების მიერ გაკეთებული განცხადების გამო შოკშია.

„შოკირებული ვარ. სხვა ვერაფერს გეტყვით. ეს განცხადება მე არ მომისმენია, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს ამის შესახებ“, - ამბობს მაია ხარძიანი.


ბესიკ ხარძიანის შვილების თქმით, ბიზნესმენის მკვლელობა მისმა მეორე მეუღლემ ეკა ნონიკაშვილმა შეუკვეთა.

ამის შესახებ განცხდება მოკლული ბიზნესმენის შვილებმა მიხეილ და ანა ხარძიანებმა გააკეთეს, რომელიც გარდაცვლილს პირველი ცოლისგან ჰყავს.

„შევდივართ ბებიაჩემთან, სადაც კამათობენ მამიდაჩემი მაია ხარძიანი და ბებიაჩემი. შევდივართ და გევუბნევიან რომ ქონებაზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ. გვითხრეს რომ ჩენ ყველას დაგვხოცავდნენ და დარჩება მთლიანი ქონება ეკა ნონიკაშვილს. ამ დროს მაია ხარძიანი გამოეპასუხა - დედა დაწყნარდი, დავკრძალოთ ბესო და თუ ეკა ნონიკაშვილი არ იტყვის სიმართლეს მე ვიტყვი ორ დღეში. მაინტერესებს რა სიმართლე იცის მაია ხარძიანმა ეკა ნონიკაშვილზე. გამოვიდეს და თქვას. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მამაჩემი ეკა ნონიკაშვილმა დააჭერინა და მისი გარდაცვალება ნონიკაშვილმა დაუკვეთა", - განაცხადა მიხეილ ხარძიანმა.

ნინო დათაშვილი