ხარძიანის შვილი მამამისის მკვლელს მიმართავს

მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის შვილი, ქეთა ხარძიანი, „ფეისბუქში“ წერილს ავრცელებს და მამაისის მკვლელს მიმართავს:

„მამაჩემის მკვლელო!



მოკლული მამაჩემის შვილობა მირჩევნია ცოცხალი არაკაცი მამის შვილობას! მითუმეტეს, რომ იმას ვერ მოკლავ რისთვისაც მამაჩემი მოკალი! იმას ვერ იყიდი რაც მამაჩემს ჰქონდა აქვს და ექნება! შენ ყველაზე კარგად იცი რა გაგიჟებდა და გაცოფებდა მასში ისე, რომ ჯერ მისი სახელის გაფუჭება (რაც არ გამოგივიდა და არც გამოგივა არასდროს რა დონის ტყუილებიც არ უნდა იძახო) მერე კი მისი მოკვლა გადაწყვიტე, მაგრამ სინამდვილეში ანგელოზებთან გაუშვი! იქ სადაც მართალნი განისვენებენ!“, - წერს ქეთა ხარძიანი.

ბიზნესმენი ბესო ხარძიანი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ სახლთან 28 მარტს მოკლეს. მკვლელობა მოპედით მოძრავმა, ჩაფხუტიანმა პირმა ჩაიდინა.