ახალი დეტალები: ”შალვა აბულაძე ბორჯომში, მიტოვებულ სახლში იმალებოდა”

ტელეკომპანია "ბორჯომი" შალვა აბულაძის დასაკავებლად მიმდინარე სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს. ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად ბორჯომში მიმდინარე სპეცოპერაციაში ჩართული იყო ვერტმფრენი, შსს ბორჯომის რაიონული განყოფილების სამმართველო და სპეცრაზმი.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორი სამართალდამცველის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში წუხელ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბორჯომიდან თბილისში უკვე გადმოჰყავთ.