მუხიანში 7 ავტომობილი გაქურდეს

მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე, წუხელ 7 ავტომობილი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. შემთხვევის შესახებ მუხიანის პირველი მიკრორაიონის მცხოვრებლებმა დღეს დილით შეიტყვეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილიდან ფულია მოპარული. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება დეტალების დადგენაზე მუშაობს.

"ინტერპრესნიუსი"