სოფელ კოკში დავით ნარმანიას სახლთან პლაკატები გააკრეს

სოფელ კოკში თბილისის მერის დავით ნარმანიას სახლთან დევნილმა და სტუდენტებმა და ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ფოტოები გააკრეს წარწერით - „სოხუმი ჩემი იერუსალიმი“ და „მომავალ წელს სოხუმში“.

როგორც ცნობილია, პროტესის მიზანი 9 აპრილს ზუგდიდში იუსტიციის სახლთან მომხდარი ფაქტია.


ახლაგაზრდების თქმით, დავით ნარმანიამ რამდენიმე პირი მიიყვანა იუსტიციის სახლთან და წარწერები, "სოხუმი ჩემი იერუსალიმი" და "მომავალ წელს სოხუმში" წააშლევინა.

მათი განმარტებით, სოხუმში დაბრუნება ყველას მიზანი და ამოცანა უნდა იყოს და სწორედ ამიტომ გაუკრეს თბილისის მერს კართან პლაკატები.