ნეპალში დაღუპულთა რიცხვი სულ უფრო იზრდება

უკანასკნელი ცნობებით, ნეპალში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 876-მდე გაიზარდა. მათგან 467 დაღუპულია ქედაქალაქ კატმანდუში, დანარჩენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. 30 დაღუპულია ინდოეთში. 8 ალპინისტი დაიღუპა ჯომოლუნგმაზე.


კატმანდუს ცენტრალურ ჰოსპიტალში ყოველ წუთს შემოჰყავთ დაჭრილები. ბევრ მათგანს სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები აქვს მიყენებული. მაშველები აცხადებენ, რომ დანგრეული შენობების ქვეშ კიდევ უამრავი ადამიანია.

7,9 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა 25 აპრილს, თბილისის დროით დილის 9 საათისთვის მოხდა. მისი ეპიცენტრი დედაქალაქიდან 77 კილომეტრში იყო.