ნანიკო ხაზარაძე “იმედის კვირიდან” წამოსვლის მიზეზზე საუბრობს

გადაცემა „იმედის კვირა” გუშინ “იმედის” ეთერში ცნობილი წამყვანების – ნანიკო ხაზარაძისა და დუტა სხირტლაძის გარეშე გავიდა. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წამყვანები აღნიშნულ გადაცემას აღარ წაიყვანენ, ნანიკო ხაზარაძე ადასტურებს.
როგორც აღმოჩნდა, “იმედის” ხელმძღვანელობა თვლის, რომ გადაცემას პოლიტიკურად დატვირთული წამყვანები სჭირდება. „მიზეზი გახდა ის, რომ მე და დუტა კონტექსტიდან ვართ ამოვარდნილები და ჩვენი სატელევიზიო სახე არაფერ შუაში არ არის „იმედის კვირასთან”. ეს ჩემი სიტყვებია, ანუ დაახლოებით ვამბობ, რაც მითხრეს. ამ გადაცემას სჭირდება პოლიტიკურად დატვირთული, გამოცდილი წამყვანები, როგორებიც არიან ეკა ხოფერია, ინგა გრიგოლია, შალვა რამიშვილი. ასე ვცადოთ ერთი კვირა და მერე ვნახოთო”, – განაცხადა ნანიკო ხაზარაძემ „პირველ რადიოსთან” საუბრისას.