პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილის და რეზო ხოფერიას მიმოწერა ფეისბუქზე

ეს ამბავიც, ბოლო დღეებში სკანდალად ქცეული თემის, პრეზიდენტის რეზიდენციის გამო დაიწყო.

რეზო ხოფერიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: ” ატსტუპნიკი მარგველა” რომელსაც მალევე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი გამოეხმაურა:


ანა მარგველაშვილი: და შენ ვინ ხარ ცხოვრებაში ))

რეზო ხოფერია : მე ვაბშე უსახლკარო ვარ… რა გასაკვირია? პრეზიდენტს აგდებენ სახლიდან და მე ვის დავკარგვივარ)))

ანა მარგველაშვილი: რამეს მიაღწიე ცხოვრებაში?

რეზო ხოფერია: მოდი 15 წელიწადში დამისვი იგივე შეკითხვა როცა 46 წლის ვიქნები. ისე საკუთარ მიღწევებზე ლაპარაკი ცოტა ტეხავს არა? )))

ანა მარგველაშვილი: ესეთი სტატუსების წერაც ტეხავს არა? როცა არაფრისთვის არ მიგიღწევია და არავინ არ ხარ.

რეზო ხოფერია: ატსტუპნიკი შეგიძლია განმიმარტო?

ანა მარგველაშვილი: :)

რეზო ხოფერია: ვიცოდი.

ანა მარგველაშვილი: არ გამაბრაზო.

რეზო ხოფერია: ძალიან ვეცდები.

ანა მარგველაშვილი: მიდი აბა, გელოდები.

რეზო ხოფერია: მემუქრები ანა?

ანა მარგველაშვილი: გელოდებითქო დამუქრებაა?)) მარტო მშობლების შეურაცხყოფით გამაბრაზებ და უარესად გაგაბრაზებ შენ.

რეზო ხოფერია: ხო არ ვიცი… ატსტუპნიკობაც არ ტეხავს… ათასობით არის ამ ქალაქში.

ანა მარგველაშვილი : და შენ ვინც ხარ მაგას რა ქვია დამიწერე ეგეც რამდენია ქალაქში.

რეზო ხოფერია: ეს არის ხალხი, რომელსაც კომუნისტების პერიოდში რაღაც სახის ბინის პრობლემები შეექმნათ და დღემდე გაურკვეველ სტატუსს ატარებენ ბინის მეპატრონეობაზე. ასე რომ აქ შეურაცხყოფა კი არა კარგი (მარგამ რთულად გასაგები როგორც სჩანს) იუმორი იყო.

ანა მარგველაშვილი: იუმორი გასაგებია. დასაცინი შენ უფრო ხარ, თუ მამაჩემი? ქალაქში, როგორც შენ თქვი.

რეზო ხოფერია: დასაცინი? სიტუაცია ძალიან სასაცილოა! ჩერესჩურ!!!

ანა მარგველაშვილი: შენ ცხოვრებას გადახედე და იმდენს იცინებ, მამაჩემზე სტატუსების დასაწერი დრო აღარ გექნება მე მგონი. აბა დაიწყე. ჩერესჩურ იცინებ.

რეზო ხოფერია: კი მეცინება. ზოგადად კარგი თვისებაა, როცა შეგიძლია საკუთარ თავზე იცინო… მამაშენი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია და სტატუსს იმდენს დავწერ, რამდენსაც საჭიროდ ჩავთვლი. ამის უფლებას კონსტიტუცია მაძლევს რომლის გარანტიც მამაშენია.

ანა მარგველაშვილი: ადამიანობაზეა, თორე კონსტიტუციით ბევრი რამის უფლება გაქვს . ყველაფერი არ უნდა გააკეთო მე მგონი, თუ კარგად აზროვნებ. 31 წლის ხარ ხოო?? რას მიაღწიე ცხოვრებაში თუ შეგიძლია მითხრა.

რეზო ხოფერია: ვისზე ვლაპარაკობთ ვეღარ გავიგე… ჩემი ადამიანობა და ჩემი საქმეც ზუსტად ამ დიალოგში ჩანს კარგად. მემგონი ყველაფერი კარგად ავხსენი მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხვდები საერთოდ რაზე აკრიფე ესე და რა არის აქ ასახსნელი. საკუთარ თავზე ლაპარაკს არ ვაპირებ.

ანა მარგველაშვილი: რატომ არ აპირებ მითხარი პროსტა გეკითხები, მაინტერესებს რომ დასცინი მამაჩემს ამიტომ გამიჩნდა შეკითხვა შენთვითონ ვინ ხარ და 31 წლის ასაკში რას მიაღწიე . არ მიპასუხებ ხო ალბათ?)))

რეზო ხოფერია: არა არ გიპასუხებ. და კიდევ ერთხელ გეუბნები: დასაცინია სიტუაცია, რომელიც ამ ამბის გარშემოა შექმნილი და არა პიროვნულად ვინმე… თუ ოდესმე მოხდა ისე , რომ საქართველოს მთავარსარდალმა თავი დასაცინ სიტუაციაში ჩაიგდო არც მაგას მოვერიდები. ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა მაგისგან. გვყავდა უკვე ერთი დასაცინი და გვეყოფა…

ანა მარგველაშვილი: ააა, კაი რეზიკო გასაგებია)))

რეზო ხოფერია: თუ რამე გაწყენინე ბოდიშს გიხდი.