"ვიდეოში ისეთი რამეა ასახული, საჯაროდ რომ აიტვირთოს, მე თვითონ დავიხლი ტყვიას"

როგორც გარდაცვლილი ბიზნესმენის შვილი, მიხეილ ხარძიანი  ამბობს, რომ უდესიანს კიევში შეხვდა. აქვე აღნიშნავს, რომ მასთან შეხვედრისას ნახა ვიდეო კადრები, რის გამოც შოკირებულია.

"რამდენიმე დღის წინ შევხვდი გია უდესიანს, სადაც ხარძიანის ოჯახის წევრებზე ჩანაწერი ვნახე. ეს მის ოფისში გადაღებული ჩანაწერები და საუბრებია. ნაწილი საჯარო უკვე იყო, მაგრამ ეს მცირე ნაწილია. კამერები უდესიანის უსაფრთხოებისთვის იყო დამონტაჟებული. თუმცა ვერ დავაკონკრეტებ. ნეტავ არ მენახა... შემრცხვა ბესო ხარძიანის ოჯახის წევრების გამო. ამ კადრებში ესენი არიან ასახული. იქ არის საუბრები, თუმცა ქონებაზე არა. ეს ეხება ჩემს ოჯახს,


მათ ოჯახს და არა მარტო ოჯახებს. ეს სირცხვილი გვარზეც კი გადადის", - განაცხადა ხარძიანმა.

რაც შეეხება სვანურ სასამართლოზე ხარძიანის საქმის განხილვას, მიხეილ ხარძიანი ამბობს, რომ უდესიანი მის ხელთ არსებული ვიდეო-კადრების გამო ითხოვდა. "უდესიანი იმიტომ ითხოვდა სვანურ სასამართლოს რომ იმ ვიდეოში ისეთი რამეა ასახული, საჯაროდ რომ აიტვირთოს, მე თვითონ დავიხლი ტყვიას შუბლში, იმდენად სამარცხვინო რაღაცეებია" - განაცხადა ხარძიანმა.


შეგახსენებთ ბესიკ ხარძიანის პირველი ოჯახის წევრები მომხდარში ბიზნესმენის მეორე მეუღლეს ადანაშაულებენ