ქართული ოცნების დეპუტატი: "უცხოპლანეტელები არსებობენ!"

"ქართული ოცნების" დეპუტატი, პარლამენტარი დემურ ბაშალეიშვილი აცხადებს, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ და დედამიწის გარდა სხვა პლანეტებზეც არსებობს სიცოცხლე,-აღნიშნული განცხადება მან გია ჯაჯანიძის საავტორო გადაცემაში პირდაპირი ეთერით ჩართვისას გააკეთა.

"არ ვამტკიცებ, ვაფიქსირებ, რომ ამას ამტკიცებენ, ან ვერ ამტკიცებენ უფოლოგები. მე უბრალოდ შემთხვევიდან შემთხვევამდე მომეცა საშუალება და უბრალოდ იმის გამო, რომ ფოტოაპარატს თან დავატარებ ავტომობილში, მომეცა საშუალება დამეფიქსირებინა დოკუმენტურად.


მაგრამ რაც შეეხება... მე კი არ მჯერა, მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებობენ რა თქმა უნდა უცხოპლანეტელები და დარწმუნებული ვარ, რომ სიცოცხლე დედამიწის გარდა არსებობს კიდევ სხვა პლანეტებზეც...

ერთხელ თუშეთში სამხედრო შეკრებაზე ვიყავი, ერთ-ერთი შეკრების დროს, ზაფხული იყო, მზიანი ამინდი და დავინახეთ, რომ ეს ობიექტი გაჩერდა ზუსტად ჩვენს თავზე. იქ იყო რამდენიმე წუთი, ყველა ძალიან მკვეთრი სისწრაფით დაიძვრებოდა ხდებოდა. ეიფელთან ახლოს ქართული წარმომავლობის ადამიანს ველოდებოდი, ეიფელის კოშკს ვუყურებდი და დავინახე რომ ზუსტად იმ მხრიდან დავინახე, რომ ვერცხლისფერი მფრინავი თეფშია. ეიფელის თავზე იდგა. ასევე ვნახე მთავრობის სასახლის წინ, რუსთაველზე, ბევრმა თბილისელმა ნახა...",-განაცხადა ბაშალეიშვილმა.